ლაშა შავდათუაშვილმა უნგრეთის გრან სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

09 ივლისი 2022

უნგრეთის გრან  სლემზე კაცთა შორის ორ - 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშებული მედლების კომპლექტიდან საქართველოს ნაკრებმა ერთი მედლის მოპოვება შეძლო.

უნგრული ტატამი შედეგიანი გამოდგა საქართველოს ჩვენი გუნდის ყველაზე ტიტულიანი ძიუდოისტისთვის, ლაშა შავდათუაშვილისთვის (73 კგ).

ოლიმპიური თამაშების სამივე ხარისხის მედლის მფლობელი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაება. დაამარცხა ამერიკელი, მონღოლი, იტალიელი და პოლონელი მოწინააღმდეგეები და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. შავდათუაშვილი გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანელ ჰიდაიან ჰეიდაროვთან ოქროს ქულით დამარცხდა და გრან სლემი ვერცხლის მედლით დაასრულა.

ერთი დღით ადრე ასევე ვერცხლის მედალი აიღო  ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 გ), თემურ ნოზაძემ (60 კგ) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.