სამუშაო შეხვედრა საერთაშორისო სტანდარტების ყინულის მოედანთან დაკავშირებით

11 ივლისი 2022

სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ქალაქ ბათუმში  სამუშაო შეხვედრა გამართა აჭარის პროექტების მართვის კომპანიის  დირექტორთან ბაქარ  ჩიტაიასთან.

შეხვედრაზე ისაუბრეს  ბათუმში მშენებარე მულტიფუნქციურ ცენტრში  მოსაწყობ საერთაშორისო სტანდარტების ყინულის მოედანთან დაკავშირებით. ამ მოედნის გამოყენება  შესაძლებელი იქნება  2025 წელს საქართველოში დაგეგმილი ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის (EYOF ,,ბაკურიანი2025") პროგრამით გათვალისწინებული  ფიგურული ციგურაობის და ჰოკეის  ტურნირებისთვის.

შეხვედრას ესწრებოდა სეოკ-ის აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი ჯონი ცივაძე,  აჭარის პროექტების მართვის კომპანიის" მთავარი ინჟინერი მირზა ბოლქვაძე და ინჟინერი გოჩა ალანია.