სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, რომელსაც უძღვებოდა სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.
სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი ძირითადი საკითხი. III ევროპული თამაშების (21 ივნისი - 2 ივლისი, 2023 წელი, კრაკოვი, პოლონეთი) პროგრამისა და მასში მონაწილეობის შესახებ. სეოკ-ის აღმასკომმა თხოვნით მიმართა ევროპული თამაშების პროგრამაში შეტანილ სახეობათა ეროვნული ფედერაციების ხელმძღვანელებს, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ ნაკრები გუნდების თამაშებისთვის მზადებას. ითქვა, რომ წლის ბოლოს სეოკ-ის საანგარიშო სესიაზე მოისმენენ დეტალურ ინფორმაციას III ევროპული თამაშებისთვის საქართველოს დელეგაციის მზადების სპორტული და ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების შესახებ. აღმასკომმა დაადგინა, რომ III ევროპულ თამაშებში საქართველოს სპორტსმენთა მონაწილეობასთან დაკავშირებით შეიქმნას საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფი.
აღმასკომზე იმსჯელეს ქვიშის მსოფლიო თამაშებში (2023 წელი, აგვისტო, ინდონეზია) მონაწილეობის შესახებ. სეოკ-ის აღმასკომის დადგენილებით, სპორტის ქვიშის სახეობათა ასოციაციას ეთხოვა სეოკ-ის სპორტულ დირექტორატთან ერთად მოამზადოს წინადადებები ქართველ სპორტსმენთა ქვიშის მსოფლიო თამაშებში მონაწილეობასთან დაკავშირებით და შესაბამისი მოსაზრებები წარუდგინოს სეოკ-ს მიმდინარე წლის ბოლომდე.
დღევანდელ სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე დამტკიცდა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ( 2022 წლის 24-30 ივლისი, სლოვაკეთი) საქართველოს დელეგაციის შემადგენლობა.
სლოვაკეთში ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელად დამტკიცდა სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, მისიის ხელმძღვანელად ოლიმპიურ სოფელში - სეოკ-ის სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე საქართველოს დელეგაციის მედროშეებად დამტკიცდნენ: ევროპის ჩემპიონი ჭაბუკთა შორის ალექსანდრე ლოლაძე (ძიუდო) და ლიზი გრიგალაშვილი (ცურვა).
ევროპის ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე (ბანსკა-ბისტრიცა, სლოვაკეთი 2022 წლის 24-30 ივლისი) საქართველოს დელეგაციის შემადგენლობა:
ოლიმპიური სოფელი
ცურვა
- ნოე ფანცხავა
- ლიზი გრიგალაშვილი
- ნოდარ მარგველაშვილი -მწვრთნელი
ველოსპორტი
- გიორგი მარსაგიშვილი
- ნიკოლოზ ცირეკიძე
- ნიკა ფირანიშვილი
- თამაზ კიკნაძე - მწვრთნელი
- ავთანდილ მიკუჩაძე - მწვრთნელი
ბადმინტონი
- გიორგი მჟავია
- ელისაბედ ზუმბულიძე
- მალხაზ მჟავია - მწვრთნელი
ჩოგბურთი
- ნიკოლოზ გურგენიძე
- ანასტასია პონომარიოვა
- თორნიკე კიკნაველიძე- მწვრთნელი
მძლეოსნობა
- ლუკა ზანაძე - ბირთვის კვრა
- ვაჟა მარტყოფლიშვილი - ბადროს ტყორცნა
- ქეთევან მამალაძე - ბადროს ტყორცნა
- ნოდარ კახელიშვილი - უროს ტყორცნა
- დავით მანთიძე - მწვრთნელი
სპორტული ტანვარჯიში
- დაჩი დოლიძე
- გეგა კასრაძე
- ელიზაბეტა ქორქია
- სოფიკო ბოდაველი - მწვრთნელი
- ილია ვაშაკიძე- მწვრთნელი
ძიუდო
- დავით ლომიტაშვილი - 55კგ
- დავით ქარელი - 60კგ
- თორნიკე მოსიაშვილი - 66კგ
- სანდრო ახლოური - 73კგ
- ალექსანდრე ლოლაძე - 81კგ
- არჩილ მამულაშვილი - 90კგ
- გიორგი ბადუაშვილი - 90კგ
- გიორგი ტაბატაძე - +100კგ
- ჯულიეტა როდონაია - 48 კგ
- მარიამ ფოცხვერაშვილი - 52 კგ
- ნინო ლოლაძე - 57 კგ
- ნინო გულბანი - 70 კგ
- გიორგი ყიზილაშვილი - მწვრთნელი
- გიორგი რევაზიშვილი - მწვრთნელი
- კახა მოცრაძე - მწვრთნელი
ადმინისტრაცია
- გიორგი ესაკია - მისიის ხელმძღვანელი
- რუსუდან აფციაური - ადმინისტრაციული პერსონალი
- თეონა ომანაძე - პრეს-ატაშე
- ლაშა მამრიკიშვილი - სამედიცინო პერსონალი
ოლიმპიური სოფლის გარეთ
- ლერი ხაბელოვი - სეოკ-ის პრეზიდენტი
- ემზარ ზენაიშვილი - სეოკ-ის გენერალური მდივანი
- რევაზ რობაქიძე - სეოკ-ის აღმასკომის წევრი
- თინათინ ბაღაშვილი - ბადმინტონის ფედერაციის პრეზიდენტი
- გიორგი კერესელიძე - საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
- მირზა ხაბარელი - ძიუდოს ფედერაცია