ლოს ანჯელესის ოლიმპიური თამაშები 2028 წლის 14-30 ივლისს ჩატარდება

ლოს ანჯელესის 2028 წლის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა ოთხწლეულის უმთავრესი სპორტული ღონისძიების ჩატარების თარიღი გამოაცხადა.
XXXIV ოლიმპიური თამაშები გაიხსნება 2028 წლის 14 ივლისს, დახურვის ცერემონია კი 30 ივლისს გაიმართება.
პარალიმპური თამაშები ჩატარდება 15-27 აგვისტოს.
ოლიმპიურ ასპარეზობათა თარიღი დამტკიცდა ლოს ანჯელესი-2028-ის შტაბ ბინაში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) დელეგაციის ვიზიტისას, რომელსაც IOC -ის პრეზიდენტი თომას ბახი მეთაურობდა.