ბანსკა-ბისტრიცაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიხსნა

24 ივლისი 2022

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალს,  კორონავირუსის პანდემიის გათვალისწინებით ორი წლით დაგვიანებით მიეცა სტარტი - ბანსკა-ბისტრიცაში საზეიმოდ გაიხსნა XVI ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი.

ფესტივალში მონაწილეობს 48 ქვეყნის 2200-მდე სპორტსმენი,  შორის - საქართველოს წარმომადგენლები.

ოლიმპიურ ფესტივალზე სპორტის 10 სახეობაში მედლების 120 კომპლექტი გათამაშდება. მათ შორის 7 სახეობაში (ძიუდო, ცურვა, ველოსპორტი, ბადმინტონი, ჩოგბურთი, მძლეოსნობა, სპორტული ტანვარჯიში) საქართველო 28  სპორტსმენით არის წარმოდგენილი.

გახსნის საზეიმო ცერემონიაზე ტრადიციისამებრ შედგა დელეგაციათა აღლუმი. ფიცი დადეს სპორტსმენებმა, მსაჯებმა, ასევე დაინთო ცეცხლი.

ევროპის ზაფხულის XVI  ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე საქართველოს დელეგაციის მედროშეები იყვნენ ევროპის ჩემპიონი ჭაბუკთა შორის, ძიუდოისტი ალექსანდრე ლოლაძე  და მოცურავე ლიზი გრიგალაშვილი.