საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის სამძიმარი

30 ივლისი 2022

სლოვაკეთში, ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მყოფი საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრები - სპორტსმენები, მწვრთნელები, მსაჯები, სამედიცინო და ტექნიკური პერსონალი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები დიდად დაგვამწუხრა ჩვენი სამშობლოდან მიღებულმა ცნობამ  გუდაურში დატრიალებული უმძიმესი ტრაგედიის შესახებ.

 ვუერთდებით საყოველთაო მწუხარებას, ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს, მთელ საქართველოს.