იუნიორ ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე სარდალაშვილმა ვერცხლის, მაზაშვილმა კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

გუაიაკილიში (ეკვადორი) მიმდინარე იუნიორ ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა ორი მედლით დაიწყო.
უმსუბუქეს - 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი სარდალაშვილს ჩემპიონობამდე ნაბიჯი დააკლდა.
მომავალმა ფინალისტმა პირველ წრეში ფრანგი მეტოქე დაამარცხა, შემდეგ კოლუმბიელი, ისრაელელი, ბრაზილიელი მოწინააღმდეგეები, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში იაპონელ ტაიკი ნაკამურასთან დამარცხდა და ასპარეზობა ვერცხლის მედლით დაასრულა.
ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა თორნიკე მაზიაშვილმა, რომელმაც პირველ ორ შეხვედრაში ოქროს ქულებით მოუგო რუმინელ და ავსტრიელ თანატოლებს, მაგრამ მეოთხედფინალში დამარცხდაფრანგ მეტოქესთან და რეპეშაჟში გააგრძელა გამოსვლა. მაზიაშვილმა ბრინჯაოს ნახევარფინალში ტაივანელი მეტოქე დაამარცხა, სამედლო დაპირისპირებაში კი ბრაზილიელ მიშელ აუგუსტოს მოუგო და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა.