გიორგი ტერაშვილმა იუნიორ ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა

12 აგვისტო 2022

გუაიაკილიში (ეკვადორი) მიმდინარე იუნიორ ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე მორიგ წარმატებას მიაღწია საქართველოს ნაკრებმა.

73 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა გიორგი ტერაშვილმა. მომავალი მედალოსანი ასპარეზობას მეორე წრიდან შეუდგა. დაამარცხა ეკვადორელი, გერმანელი, მაროკოელი და უნგრელი მეტოქეები, მაგრამ სამედლო დაპირისპირებაში ოქროს ქულით დამარცხდა იაპონელ  რიუგა ტანაკასთან და ჩემპიონატი ვერცხლის მედლით დაასრულა.

ერთი დღით ადრე ასევე მეორე ადგილი დაიკავა გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ), ბრინჯაო მოიპოვა თორნიკე მაზიაშვილმა (60 კგ).