მედალთცვენა 15 და 17-წლამდელ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატიდან

16 აგვისტო 2022

საქართველოს ნაკრებმა 15 და 17-წლამდელ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ბრწყინვალე შედეგით დაასრულა.

საქართველოს ორივე ასაკობრივი ნაკრები რაშინის (პოლონეთი) კონტინენტის პირველობაზე 13 სპორტსმენით წარსდგა და ყველა მათგანმა მედალი მოიპოვა. მათ შორის, ორჭიდში 6 ოქროს, 4 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალია მოპოვებული. გაცილებით შთამბეჭდავი შედეგებია ატაცში და აკვრაში მოპოვებული მედლების რაოდენობის გათვალისწინებით.

დღეს, ჩემპიონატის დასკვნით დღეს ჩემპიონობა მოიპოვეს ირაკლი ვეკუამ, გერვასი თაბაგარმა და მარიამ მურღვლიანმა.