ალექსანდრე წივწივაძე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია

04 სექტემბერი 2022

ჟეგედში (უნგრეთი) იუნიორ კანოეისტთა მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნითი დღე საქართველოს ნაკრებისთვის დიდად წარმატებული გამოდგა.

ჩვენი გუნდის ლიდერმა ალექსანდრე წივწივაძემ 500-მეტრიან მანძილზე ფინალში ასპარეზობის უფლება უახლოეს მდევართან თითქმის 3-წამიანი უპირატესობით (1.52,61) მოიპოვა. ასევე საუკეთესო იყო ფინალური გაცურვისას, სადაც 1.53.16 წუთში მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა და საქართველოს ჰიმნიც ააჟღერა. მეორე და მესამე ადგილებზე ესპანელი და მოლდოველი ნიჩბოსნები გავიდნენ.

ალექსანდრე წივწივაძე ამ დისცპილინაში ზედიზედ მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. ასე რომ, ტიტული შენარჩუნებულია.