ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანია

13 სექტემბერი 2022

ბელგრადში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მესამე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებს,, ისევე როგორც წინა დღეს, ოქროს მედლამდე ნაბიჯი დააკლდა - ლერი აბულაძემ ჩემპიონატი ვერცხლის მედლით დაასრულა.

63 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ევროპის ჩემპიონატების ოქროს და ბრინჯაოს მედლის მფლობელი ქართველი ფალავანი ფინალისკენ მიმავალ გზას მერვედფინალიდან შეუდგა. პირველ შეხვედრაში 4-1 დაამარცხა ჩინელი ერბატუ ტუო. მეოთხედფინალში 7-2 მოუგო ყირგიზ ტინარ შარშენბეკოვს, ნახევარფინალში კი 2-1 გაიმარჯვა ირანელ ალი რეზა აიატ ოლაჰ ნეჯატისთან, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში 1-3 დამარცხდა სერბ სებასტიან ნადთან და კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა.

ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტი შეხვედრები წააგეს ჯონი ხეცურიანმა (67 კგ) და გელა ბოლქვაძემ (82 კგ).

ხეცურიანი ყირგიზ ამანტურ ისმაილოვთან დამარცხდა, ბოლქვაძე კი - უკრაინელ იაროსლავ ფილჩაკოვთან.