ახალგაზრდულმა ნაკრებმა ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე სამივე ხარისხის ოთხი მედალი მოიპოვა

18 სექტემბერი 2022

პრაღაში დასრულებული იუნიორ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი შედეგიანი გამოდგა საქართველოს ნაკრებისთვის.

ჩვენმა გუნდმა სამივე ხარისხის ოთხი მედალი მოიპოვა, მათ შორის საუკეთესო მაჩვენებელი მძიმე წონაზე მოდის, სადაც შალვა გურეშიძემ ჩემპიონობა მოიპოვა, უჩა ტაბატაძემ კი - ბრინჯაოს მედალი.მეორე ბრინჯაოს მედალი მიხეილ ჯაფარიძის (100 კგ) ანგარიშზეა.

ოქროს მედლამდე ნაბიჯი დააკლდა ალეკო კასრაძეს (66 კგ), რომელიც ფინალში თურქ თანატოლთან იპონით დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებმა თითო ოქრო-ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლით ვაჟთა ჩათვლაში გუნდური მესამე ადგილი დაიკავა.