ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

09 ოქტომბერი 2022

ტაშკენტში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე დღე საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონია.

ევროპის ორგზის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი გრიგალაშვილი, 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში განთესილთა შორის იყო და ასპარეზობას მეორე წრიდან შეუდგა.

პირველ შეხვედრაში იპონით დაამარცხა ფრანგი ალფა ომარ დიალო, შემდეგ ოქროს ქულით მოუგო დომინიკელ მედიკსონ დელ ორბე კორტორეალს, ასევე ოქროს ქულამდე მივიდა საქმე იაპონელ ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონთან, ტაკანორი ნაგასესთან ბრძოლაში. ნახევარფინალში გასულმა მომავალმა ჩემპიონმა გაფრთხილებების ხარჯზე დაამარცხა აზერბაიჯანელი საეიდ მოლაეი. გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველ ძიუდოისტს დაუპირისპირდა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოსანი, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი და ვერცხლის მედლის მფლობელი, ბელგიელი მათიას კასე. გრიგალაშვილმა დამატებით დროში ვაზარი დაიმსახურა და ოქროს მედალი მიიღო, თან 2021 წლის მსოფლიო პირველობის ფინალში წაგებისთვის რევანში აიღო.

შეგახსენებთ, რომ ტატო გრიგალაშვილმა წლეულს ევროპის ჩემპიონობაც იზეიმა