ჭადრაკის სასახლეში წიგნის - ,,დედოფალი" პრეზენტაცია გაიმართა

18 ოქტომბერი 2022

ვერის პარკის ჭადრაკის სასახლეში გაიმართა წიგნის - „დედოფალი" - პრეზენტაცია, რომელიც მიეძღვნა ლეგენდარული მოჭადრაკის ნონა გაფრინდაშვილის მიერ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის პირველად მოგების 60 წლის იუბილეს.

ღონისძიებას დაესწრო სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.

ნონა გაფრინდაშვილმა კარიერის განმავლობაში ხუთჯერ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის წოდება, მათგან პირველი კი 1962 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, ელიზავეტა ბიკოვასთან საჩემპიონო შეხვედრაში, მოსკოვში, რომელშიც დაუმარცხებლად გაიმარჯვა ანგარიშით 9:2 (7 მოგება, 4 ყაიმი).

წიგნი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა, წიგნის ავტორია სპორტული ჟურნალისტი ლაშა გოდუაძე.