126 - ე სკოლის მოსწავლეები ოლიმპიურ მუზეუმში

19 ოქტომბერი 2022

18-19 ოქტომბერს ოლიმპიურ მუზეუმში სტუმრად იმყოფებოდნენ ქ.თბილისის 126-ე საჯარო სკოლის მე-3 (III) და მე-3 (I) კლასის მოსწავლეები და  მათი პედაგოგები.

მოსწავლეებმა დაათვალიერს ოლიმპიური მუზეუმი და გაეცნენ ქართული სპორტის ოლიმპიურ ისტორიას. შეხვედრის დასასრულს  დიდ ეკრანზე  იხილეს ფილმები  ზურაბ ზვიადაურის და გიორგი ასანიძის შესახებ - ,,ერთი ჩემპიონის ისტორია".