ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციამ პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საუკეთესო სპორტსმენები დააჯილდოვა

19 ოქტომბერი 2022

სეულში, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის (ANOC) XXVI გენერალურ ასამბლეაზე პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საუკეთესო სპორტსმენები დაასახელეს და შესაბამისი ჯილდოებიც გადასცეს.

ქალთა საუკეთესო გუნდი: კანადის ჰოკეისტთა ნაკრები;

კაცთან საუკეთესო გუნდი: შვედეთის ნაკრები კერლინგში;

შერეული გუნდი: ამერიკელი სნოუბორდისტები - ლინდსი იაკობელისი და ნიკ ბაუმგარტნერი;

საუკეთესო ქალი სპორტსმენი: ეილინ გუ (ჩინეთი, ფრისტაილი) - პეკინის ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი და  ვერცხლის მედლის მფლობელი;

საუკეთესო კაცი სპორტსმენი: ჰვან დე ჰონი (კორეა, შორტ ტრეკი) - პეკინის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და ვერცხლის მედლის მფლობელი;

სახელოვანი სპორტული კარიერა: ჯილდო გადაეცა ციგურებით რბენაში ოთხგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, 9-გზის მსოფლიო ჩემპიონს კლასიკურ მრავალჭიდში, 21-გზის მსოფლიო ჩემპიონს სხვადასხვა მანძილებზე, ევროპის 10-გზის ჩემპიონ კლასიკურ მრავალჭიდში, სახელოვან ნიდერლანდელ სპორტსმენს სვენ კრამერს.