ეთერ ლიპარტელიანი აბუ დაბის გრან სლემის ბრინჯაოს მედალოსანია

22 ოქტომბერი 2022

აბუ დაბის გრან სლემზე წარმატებით იასპარეზა საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ).

საქართველოს ნაკრების ლიდერი შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაება. წმინდა გამარჯვება მოიპოვა იტალიელ ჯულია კაჯიანოსოთან, ოქროს ქულით დაამარცხა ბრიტანელი ასელია ტოპრაკი, მაგრამ დამარცხდა ნახევარფინალში კოსოვოელ ნორა გიაკოვასთან და მესამე ადგილისთვის გააგრძელა ბრძოლა.

ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელმა ეთერ ლიპარტელიანმა გადამწყვეტ შეხვედრაში თურქ ოზლემ ილდიზთან წარმატებას იპონით მიაღწია და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.