მარიამ მურღვლიანმა და ირაკლი გობეჯიშვილმა ევროპის ჩემპიონატის მედლები მოიპოვეს

23 ოქტომბერი 2022

ალბანეთის დურესში მიმდინარე 20 და 23-წლამდელ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს გოგონათა და ვაჟთა ნაკრების წარმომადგენელმა მედლები მოიპოვეს.

მარიამ მურღვლიანმა (81 კგ) 20-წლამდელებში ატაცში დაძლეული 94 კილოგრამით მეორე ადგილი დაიკავა, აკვრაში 107 კილოგრამით მეხუთე ადგილზე გავიდა, ორჭიდის ჯამში დაგროვილი 201 კილოგრამით კი სამეულში შევიდა და ბრინჯაოს მედლით დაასრულა ასპარეზობა.

აღსანიშნავია, რომ მურღვლიანი 5 წლით უფროსებში გამოდიოდა.

23-წლამდელებში ასევე შედეგიანი გამოსვლა ჰქონდა ირაკლი გობეჯიშვილსაც (96 კგ). პირველ მოძრაობაში - ატაცში 160 კილოგრამი დაიმორჩილა და ვერცხლის მედალი ერგო, აკვრაში დაძლეული 195 კილოგრამითაც ვერცხლის მედალი დაიმსახურა, ასეთივე სინჯის მედალი მოიპოვა ორჭიდში, რამაც ჯამში 354 კილოგრამი შეადგინა.