მშვილდოსნობის მწვრთნელთა ტექნიკური კურსების კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

24 ოქტომბერი 2022

17-24 ოქტომბერს საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით, სეოკ-ის მხარდაჭერით და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამული დაფინანსებით ჩატარდა მწვრთნელთა ტექნიკური კურსების მეორე დონე.

საქართველოს სხვადსხავა რეგიონებიდან კურსი წარმატებით გაიარა 20-მა სხვადასხვა კატეგორიის მწვრთნელმა.

მწვრთნელთა ტექნიკურ კურსებზე მშვილდოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ, საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციასთან შეთანხმებით მოავლინა ექსპერტი ვიქტორია კოვალი. კურსებს ხელმძღვანელობდა მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი არტემ სანიშვილი.

კურსები მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სემინარებს. პრაქტიკული მეცადინეობები ჩატარდა პარაცენტრში.

დღეს სასტუმრო ,,ბომონდ გარდენში" წარმატებულ კურსდამთრებულებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და შესაბამისი სერტიფიკატებით დააჯილდოვა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.

სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალს ესწრებოდა საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი სიმონ ნოზაძე.