ილია ჭავჭავაძის სახელობის 23-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ოლიმპიურ მუზეუმში

02 ნოემბერი 2022

დღეს ოლიმპიურ მუზეუმში სტუმრად იმყოფებოდნენ ქ.თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის 23-ე საჯარო სკოლის მე-5 (გ) კლასის მოსწავლეები, მათი პედაგოგები და მშობლები.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს ოლიმპიური მუზეუმი და გაეცნენ ქართული სპორტის ოლიმპიურ ისტორიას.

 შეხვედრის დასასრულს დიდ ეკრანზე იხილეს ფილმი ლაშა შავდათუაშვილის შესახებ - ,,ერთი ჩემპიონის ისტორია".