სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა

08 ნოემბერი 2022

დღეს, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სტუმრად იმყოფებოდნენ სტუდენტური პარლამენტის წევრები, რომლებსაც უმასპინძლა სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა  ემზარ ზენაიშვილმა.

სეოკ-ის გენერალური მდივანი სტუდენტებს  ესაუბრა ოლიმპიზმზე, მის ისტორიასა და დღევანდელობაზე, ქართველ ოლიმპიელებზე.

შეხვედრის მეორე ნაწილი მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.