ვიტოლდ ბანკა: „რუსეთის ანტისადოპინგო სისტემისადმი ნდობა კვლავინდებურად ძალიან დაბალია"

21 ნოემბერი 2022

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) ხელმძღვანელის ვიტოლდ ბანკას განცხადებით, რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს (RUSADA) უფლებამოსილება იქამდე არ აღუდგება, ვიდრე სრულიად არ შესრულდება WADA-ს პირობები.

„მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ RUSADA-ს უფლებამოსილება მხოლოდ იმ შემთხვევაში აღუდგება, თუ ყველა პირობას შეასრულებს. რუსეთის ანტისადოპინგო სისტემისადმი ნდობა კვლავინდებურად ძალიან დაბალია. მათ დიდი სამუშაო უნდა გასწიონ, რათა ეს ნდობა აღიდგინონ. RUSADA კვლავინდებურად არ შეესაბამება მოთხოვნებს. "

ვიტორ ბანკა ასევე აღნიშნავს, რომ WADA მხარს უჭერს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) და საერთაშორისო პარალიმპური კომიტეტის (IPC) რეკომენდაციებს შეჯიბრებებზე არ დაუშვან რუსი სპორტსმენები.

რუსეთის მხარემ უნდა უზრუნველყოს ეროვნული ანტისადოპინგო სააგენტოს დამოუკიდებლობა, გადაიხადოს ჯარიმები და შეასრულოს რიგი პირობები.