გიორგი ჩხეიძე მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანია

16 დეკემბერი 2022

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ბოგოტაში (კოლუმბია) მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ წარმატებას მიაღწია.

გიორგი ჩხეიძემ შედეგიანად იასპარეზა 109 კილოგრამ წონით კატეგორიაში. მომავალმა მედალოსანმა ატაცში 170 კილოგრამი დაძლია და მეექვსე ადგილზე გავიდა. ჩხეიძე გაცილებით უკეთ გამოვიდა აკვრაში, სადაც 219 კილოგრამი დაიმორჩილა და ვერცხლის მედალი მოიპოვა, ასევე ვერცხლის მედალი ერგო ორჭიდის ჯამში დაგროვილი 389 კილოგრამითაც.

გიორგი ჩხეიძემ 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზეც ვერცხლის მედლები აიღო, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ იქ ასეთივე სინჯის მედალი ატაცშიც დაისაკუთრა.