ილია სულამანიძემ იერუსალიმის მასტერსზე ოქროს მედალი მოიპოვა, ლუკა მაისურაძემ - ბრინჯაოსი

23 დეკემბერი 2022

იერუსალიმის მასტერსის მესამე დღეს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა. ილია სულამანიძემ ჩემპიონობა იზეიმა, ლუკა მაისურაძეს კი ბრინჯაოს მედალი ერგო.

სულამანიძე (90 კგ) პირველივე წრიდანვე შეუდგა ასპარეზობას. წმინდა გამარჯვებები მოიპოვა უნგრეთის, აზერბაიჯანის, ისრაელის და საუდის არაბეთის წარმომადგენლებთან, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ოქროს ქულაში გადასულ ორთაბრძოლაში სამი გაფრთხილების ხარჯზე დაამარცხა ნიდერლანდელი სიმეონ კატარინა.

ბრინჯაოს მედალი მიიღო ლუკა მაისურაძემ (90 კგ), რომელმაც მესამე ადგილისთვის შეხვედრაში იპონით დაამარცხა უზბეკი მსოფლიოს ჩემპიონი, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი დავლატ ბობონოვი.

ერთი დღით ადრე ჩემპიონობა მოიპოვა ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ).