სეოკ-ის პრეზიდენტის ლერი ხაბელოვის საახალწლო მილოცვა

31 დეკემბერი 2022

მაქვს პატივი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სახელით ჩვენს ოლიმპიელებს, სხვადასხვა თაობის სპორტსმენებს, მწვრთნელებს, სპორტული ფედერაციებისა და სხვა სპორტული ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სამედიცინო-ტექნიკურ პერსონალს, სპორტულ მედიას, სეოკ-ის პარტნიორებს, სპორტის გულშემატკივრებს, სრულიად საქართველოს მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი.

განვლილმა  წელმა ქართულ სპორტს არაერთი წარმატება მოუტანა, საერთაშორისო  სარბიელზე არაერთხელ  აჟღერდა საქართველოს ჰიმნი და აღიმართა ქართული დროშა.

2023 წელს, ახალ ოლიმპიურ ციკლში ჩვენ გველოდება  არაერთი ძალზედ მნიშვნელოვანი შეჯიბრება, მათ შორის  - მესამე ევროპული თამაშები და ქვიშის მეორე მსოფლიო თამაშები, ევროპის ზაფხულისა და ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალები, პარიზი-2024-ის სალიცენზიო ტურნირები.

გისურვებთ წარმატებულ 2023 წელს!

ლერი ხაბელოვი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი.