აზერბაიჯანის 238 საშუალო სკოლის და გიმნაზია აია-ჯესსის მოსწავლეები ოლიმპიურ მუზეუმში

10 იანვარი 2023

10 იანვარს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სტუმრად იმყოფებოდნენ აზერბაიჯანის 238 საშუალო სკოლის და გიმნაზია აია-ჯესსის მოსწავლეები და მათი ხელმძღვანელები.

სტუმრებს ოლიმპიურ მუზეუმში უმასპინძლეს სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა რუსუდან აფციაურმა.

ოლიმპიური კულტურისა და განათლების პროგრამა OCEP -ის ფარგლებში გიმნაზია აია-ჯესსი მასპინძლობს აზერბაიჯანის 238 საშუალო სკოლის ხუთ მოსწავლეს, სკოლის დირექტორს, პროგრამის კოორდინატორს და OCEP პროგრამების ექსპერტს. გაცვლით პროგრამაში, რომელიც 9-დან 14 იანვრამდეა დაგეგმილი, აია-ჯესსის ათი მოსწავლეა ჩართული. პროექტის მთავარ მიზანს ურთიერთ კომუნიკაციის საფუძველზე: გეოგრაფიის, ისტორიის, კულტურისა და სპორტის სფეროების შესახებ ინფორმაციის გაცვლა წარმოადგენს.