სანდრო ბაზაძემ გრან პრი მოიგო

16 იანვარი 2023

საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრების ლიდერმა სანდრო ბაზაძემ ტუნისის გრან პრი მოიგო და ისტორიულ შედეგს მიაღწია.

ქართული ფარიკაობის ისტორიაში პირველად მოხდა, როდესაც გრან პრის მფლობელი საქართველოს წარმომადგენელი გახდა.

გრან პრი ფარიკაობაში პრესტიჟულობით მხოლოდ ოლიმპიურ თამაშებსა და მსოფლიო ჩემპიონატს ჩამოუვარდება და გათანაბრებულია კონტინენტის პირველობასთან.

ევროპის ჩემპინატების ოქროს და სამი ბრინჯაოს, ასევე მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელმა სანდრო ბაზაძემ გრან პრის ფინალში ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი იტალიელი ლუიჯი სამელე 15-8 დაამარცხა.