იტალიის ქალაქ ტრიესტეში ევროპის ზამთრის XVI ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონიალი ჩატარდა

21 იანვარი 2023

დღეს იტალიის ქალაქ ტრიესტეში საზეიმოდ გაიხსნა ევროპის ზამთრის XVI ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი.

ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს იტალია, კერძოდ ფრიული, ვენეცია, ჯულიას რეგიონი  21-28 იანვარს  უმასპინძლებს და მასში  სპორტის 13 სახეობაში, 47 ქვეყნის სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოდან სპორტის 4 სახეობაში (სამთო თხილამურობა, ფიგურული ციგურაობა, ტრამპლინიდან ხტომა, სნოუბორდი) იასპარეზებს 8 სპორტსმენი.

ევროპის ზამთრის XVI ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს მედროშეები იყვნენ  სამთო მოთხილამურეები ნინო ენუქიძე და ოთარ წულეისკირი.

საქართველოს დელეგაციიდან ასპარეზობაში პირველი 22 იანვარს სნოუბორდისტი ნიკოლოზ გაბულდანი ჩაერთვება.