,,XXI საუკუნის" მოსწავლეები ოლიმპიურ მუზეუმში

29 მარტი 2023

დღეს ოლიმპიურ მუზეუმში კლასის დამრიგებელთან და სპორტის პედაგოგთან ერთად სტუმრად იმყოფებოდნენ ლამარა მარგველაშვილის სახელობის სკოლის - „ XXI საუკუნის" მე-6 კლასის მოსწავლეები. მათ დაათვალიერეს ოლიმპიური მუზეუმი, გაეცნენ ქართული სპორტის ოლიმპიურ ისტორიას, ჩვენი ოლიმპიელების წარმატებებს.  

მოსწავლეებს ოლიმპიურ მუზეუმში უმასპინძლა ოლიმპიურმა ჩემპიონმა დავით გობეჯიშვილმა. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში გაიმართა. სახელოვანმა მოჭიდავემ  მოსწავლეებს  მოუთხრო მის მიერ განვლილ  სპორტულ გზაზე,  სპორტის როლსა და  მნიშვნელობაზე.

შეხვედრის დასარულს მოსწავლეებმა იხილეს ფილმი დავით ციმაკურიძის და გივი კარტოზიას შესახებ ,,ერთი ჩემპიონის ისტორია". დღეს ლეგენდარულ ოლიმპიურ ჩემპიონებს - დავით ციმაკრიძეს 98 წელი, გივი კარტოზიას კი 94 წელი შეუსრულდებოდა.