თორნიკე თევდორაძეს მწვრთნელთა საერთაშორისო სერტიფიკატი გადაეცა

03 მაისი 2023

სეოკ-ის მხარდაჭერით და სოკ-ის ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამული დაფინანსებით საქართველოს მინდვრის ჰოკეის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა თორნიკე თევდორაძემ წარმატებით დაამათავრა მწვრთნელთა საერთაშორისო პროგრამა.

აღნიშნული პროგრამა მოიცავდა როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ ნაწილს. საბოლოო პროექტი მან შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში, საერთაშორისო ოპლიმპიურ კომიტეტში წარადგინა. სადაც გადაეცა მაღალი კატეგორიის მწვრთნელთა საერთაშორისო სერტიფიკატი.

თორნიკე თევდორაძეს მწვრთნელთა საერთაშორისო პროგრამის წარმატებით დამთავრება მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა  სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა. თავის მხრივ კურსდამთავრებულმა მადლობა გადაუხადა სეოკ-ის პრეზიდენტს აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობისთვის.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი სოკ-ის ოლიმპიური სოლიდარობის მხარდაჭერით აქტიურადაა ჩართული სპორტსმენთა და მწვრთნელთა სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში, რაც სამომავლოდაც აქტიურად გაგრძელდება და ხელს შეუწყობს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას სპორტში.