დურმიშხან ჩიტაშვილი - 90

90 წელი შეუსრულდა ცნობილ მეცნიერს და პედაგოგს, სპორტული მეცნიერებისა და ფიზიოლოგიის გამოჩენილ მოღვაწეს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, სპორტის დამსახურებულ მუშაკს, სპორტის რაინდს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორს, ღირსების ორდენის კავალერს, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს დურმიშხან ჩიტაშვილს.
ბატონმა დურმიშხანმა თავისი ხანგრძლივი მოღვაწეობის პერიოდში უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული სპორტის წარმატებებში, სპორტის აკადემიაში მუშაობისას აღზარდა სპორტის მუშაკების, მწვრთნელებისა და მენეჯერების არაერთი თაობა. სხვადასხვა წლებში აქტიურად საქმიანობდა საქართველოს ნაკრებ გუნდებში. როგორც პრაქტიკოსი მეცნიერი, კონსულტანტი, მრჩეველი, სამეცნიერო-მეთოდური ჯგუფის ხელმძღვანელი მონაწილეობდა ჩვენი წამყვანი სპორტსმენების დიდი საერთაშორისო შეჯიბრებებისთვის მზადების პროცესში. მის მიერ შემუშავებულ წვრთნის მეთოდებს წარმატებით იყენებენ უცხოეთის რიგ ქვეყნებშიც.
დურმიშხან ჩიტაშვილი არჩეულია ევროპისა და აზიის მრავალი ქვეყნის სასწავლო დაწსებულებების და სპორტული ორგანიზაციების საპატიო წევრად.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტეტი ულოცავს ბატონ დურმიშხან ჩიტაშვილს დაბადების 90 წლის საიუბილეო თარიღს და უსურვებს ჯანმრთელობას, მხნეობას და დღეგრძელობას.