გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

07 მაისი 2023

დოჰაში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს საქართველოს კაცთა ნაკრებმა მედალი მოიპვა.

ქართველთაგან პირველ წარმატებას მიაღწია გიორგი სარდალაშვილმა.

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასაპარეზე სარდალაშვილმა ზამბიელ და ავსტრიელ მოწინააღმდეგეებს მოუგო, მაგრამ მეოთხედფინალში დამარცხდა მომავალ მსოფლიო ჩემპიონთან, ესპანელ ფრანცისკო გარიგოსთან და რეპეშაჟში გააგრძელა ბრძოლა. სარდალაშვილმა ჯერ ყაზახ ნურკანატ სერიკბაიევს მოუგო, ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში კი დაამარცხა ბელგიელი იორნე ფერსტაპენი და კარიერის საუკეთესო შედეგს მიაღწია.