ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი სანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიო თასის გამარჯვებულია

13 მაისი 2023

საქართველოს ნაკრების ლიდერმა ტრადიციულ შეჯიბრებაში - Villa de madrid, რომელმაც წლეულს საიუბილეოდ, მეორმოცედ უმასპინძლა გათამაშებას, ამ ტურნირის მესამე მედალი მოიპოვა - გადამწყვეტ შეხვედრაში იტალიელი რიკარდო ნუჩიო იოლად, 15-6 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ბაზაძემ მსოფლიო თასის მისთვის პირველი მედალი (ვერცხლი) სწორედ ესპანეთის დედაქალაქში 2016 წლის 13 მაისს დაისაკუთრა, შარშან 6 მაისს ბრინჯაოს მედლით დაასრულა გამოსვლა, წელს კი კოლექცია სრულად შეავსო და ოქროს მედალს დაეუფლა.

საგულისხმოა, რომ ბაზაძე 2022 წლის მადრიდის მსოფლიო თასიდან დღემდე ზედიზედ მე-11 ტურნირზე (მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, გრან პრი, მსოფლიო თასი) საუკეთესო სამეულშია.