ქალაქ ქუთაისის 31-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ოლიმპიურ მუზეუმში

16 მაისი 2023

დღეს ოლიმპიურ მუზეუმში სეოკ-ის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტების კოორდინატორთან გურამ ქებაძესთან ერთად სტუმრად იმყოფებოდნენ   ქალაქ ქუთაისის 31-ე საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები, ასევე მათი სკოლის დირექტორი, პედაგოგები და მშობლები.

მოსწავლეებმა  დაათვალიერეს ოლიმპიური მუზეუმი, გაეცნენ ქართული სპორტის ოლიმპიურ ისტორიას და ჩვენი ოლიმპიელების წარმატებებს.

ოლიმპიურ მუზეუმში სტუმრებს უმასპინძლა  სეოკ-ის პრეზიდენტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლერი ხაბელოვმა.

შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებმა იხილეს ფილმი ლერი ხაბელოვის შესახებ  - ,,ერთი ჩემპიონის ისტორია".

სკოლის ბიბლიოთეკას  ოლიმპიური კომიტეტისგან საჩუქრად გადაეცა  სეოკ-ის მიერ სპორტულ თემატიკაზე გამოცემული ლიტერატურა.