რაულ ცირეკიძე B ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა

03 აგვისტო 2012

ლონდონის ოლიმპიადაზე 85 კილიოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარაზე ძალოსანმა რაულ ცირეკიძემ B ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. ქართველმა სპორტსმენმა ატაცში პირველ ცდაზე დამაჯერებლად დაძლია 162-კილოგრამნიანი შტანგა, მაგრამ შემდეგ ერთბაშად 167 კილო დაუკვეთა და ამ მოძრაობაში დარჩენილი ორივე ცდა გაუცუდდა.

მეორე მოძრაობაში, აკვრაში ქართველმა ძალოსანმა პირველ ცდაზე 195-კილოგრამიანი სიმძიმე დაიმორჩილა, მეორე ცდაზე 200 კილო დაძლია და ბოლო ცდაზე 202 კილო დაუკვეთა, რადგან პირველ ადგილზე მყოფ ბელარუს მოწინააღმდეგესთან ერთ კილოს აგებდა, მაგრამ ეს წონა ვეღარ დაიმორჩილა და ჯამური 362 კილოთი მეორე ადგილზე დარჩა.

ეს იყო B ჯგუფის გამოსვლა, სადაც სულ 11 ძალოსანი გამოვიდა. 22:00 საათზე იწყება ამ წონით კატეგორიაში პირველი ჯგუფის გამოსვლა, სადაც 12 ძლიერი სპორტსმენი იასპარეზებს. ამგვარად ცირეკიძე მინიმუმ 14-ე ადგილს დაიკავებს.