ბოლესლავ სხირტლაძემ კვალიფიკაცია ვერ გაიარა

04 აგვისტო 2012

ქართველ მძლეოსანთა ოთხეულიდან ოლიმპიურ ტურნირში პირველი ჩაერთო სიგრძეზე მხტომელი ბოლესლავ სხირტლაძე, რომელმაც ვერ შეძლო ფინალში გასვლა. სხირტლაძეს საკვალიფიკაციო რაუნდში სამი ცდა ჰქონდა და მათგან საუკეთესო იყო 7.26 მეტრი, რაც 0.82 მეტრით ნაკლებია მის პირად რეკორდზე.


ამ შედეგით ქართველმა მძლეოსანმა 42 მონაწილეს შორის მხოლოდ 35-ე ადგილი დაიკავა და ბუნებრივია, ფინალურ 12-ეულში ვერ მოხვდა.
აღსანიშნავია, რომ ამ დისციპლინაში ზოგადად ძალზე დაბალი შედეგები დაფიქსირდა. ვერავინ გადახტა 8.11 მეტრზე შორს, ხოლო 2008 წლის პეკინის ოლიმპიადის ჩემპიონმა, პანამელმა ირვინგ სალადინომ სამივე ცდა გააცუდა და საერთოდ ფინალს მიღმა დარჩა.