ხვალიდან „კლასიკოსთა“ ჯერია
04 აგვისტო 2012
ხვალიდან ოლიმპიურ თამაშებში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩარბმებიან. ქართველთაგან პირველი საჭიდაო ხალიჩაზე 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში ზურაბ დათუნაშვილი გავა. 21 წლის ქართველი ფალავანის მეტოქე სტარტზე სამხრეთ კორეელი კიმი იქნება და წარმატების შემთხვევაში 1/8-ში კუბელ ალექსეი ბელისა და ამერიკელ ბენჯამინ პროვისორს შორის გამარჯვებულს საუპირისპირდება.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შეჯიბრი ხვალ ადგილობრივი დროით 13:00 საათზე დაიწყება.