გენო პეტრიაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალი და ოლიმპიური საგზური მოიპოვა, შოთა ფარტენაძემ - ბრინჯაო
ბელგრადში, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც საქართველოს ნაკრები სრულად არის წარმოდგენილი, გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) და შოთა ფარტენაძემ (61 კგ) მედლები მოიპოვეს.
ოლიმპიური თამაშების ვერცხლის და ბრინჯაოს, მსოფლიო ჩემპიონატების 3 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს, ევროპის ჩემპიონატების 2 ოქროს, 4 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს და ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედალოსანმა ქართველმა მძიმეწონოსანმა მედლების კოლექციას ვერცხლის მედალი შემატა.
ტიტულიანმა ფალავანმა პირველ შეხვედრაში კამბოჯელი მოწინააღმდეგე დაამარცხა (9-3), შემდეგ ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელი (6-5), პოლონელი (3-1) და ამერიკელი (8-6) მეტოქეები, მაგრამ ოქროს მედლისთვის შეხვედრაში ირანელ ამირ ზარესთან უშანსოდ - 0-11 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ ბელგრადის მსოფლიო ჩემპიონატს ოლიმპიური თამაშებისთვის სალიცენზიო დატვირთვაც აქვს. პარიზი-2024-ის საგზურის მოსაპოვებლად ექვს ოლიმპიურ წონით კატეგორიაში - 57, 65, 74, 86, 97,125 საუკეთესო ხუთეულში შესვლა იყო საკმარისი. ასე რომ, მძიმე წონაში ოლიმპიური საგზური დაბევებულია.
ბრინჯაოს მედლით დაასრულა ასპარეზობა შოთა ფარტენაძემ, რომელმაც მესამე ადგილისთვის შეხვედრაში უკრაინელ ვალენტინ ბლიასეცკის აჯობა.