გივი მაჭარაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი და ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა

20 სექტემბერი 2023

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი მედალი შეემატა - გივი მაჭარაშვილმა (97 კგ) მესამე ადგილისთვის შეხვედრა მოიგო და იმავდროულად პარიზის 2024 წლის  ოლიმპიური თამაშების საგზურიც მიიღო.

გივი მაჭარაშვილმა სამედლო ბრძოლაში თურქი მოწინააღმდეგე იბრაჰიმ ჩიფჩი დაამარცხა.

ვერცხლის მედალი და ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა, შოთა ფარტენაძემ (61 კგ) კი ბრინჯაოს მედლით დაასრულა გამოსვლა. ჩემპიონატის მომდევნო  დღეს ვერცხლის მედალი მიიღო ვლადიმერ გამყრელიძემ (74 კგ).