IOC-ს ზამთრის ოლიმპიური თამაშებითან დაკავშირებით კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ პრობლემებზე მსჯელობს
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის თომას ბახის განცხადებით, IOC დაუყოვნებლივ უნდა დაკავდეს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემებით, რათა მომავალში ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარება უზრუნველყოფილი იყოს.
„მომავალი თამაშების მასპინძლეობის მსურველებმა შესაბამისი კომისიების მეშვეობით მოხსენებები წარმოგვიდგინეს. ჩვენ მათ ვთხოვეთ თამაშებისთვის საჭირო ობიექტების განაწილება ორი კრიტერიუმით შეეფასებინათ. პირველი - მათ უნდა გამოიყენონ მხოლოდ არსებული ან დროებითი ობიექტები. მეორე - თოვლის საფარი შესაბამისი სპორტის სახეობებისთვის საიმედოდ უზრუნველყოფილი იყოს უნდა იყოს ამ ასწლეულის შუა პერიოდამდე.
გავეცანით პირველ შედეგებს. 3 კონტინენტზე გამოკვეთილია 15 ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, რომლებსაც ობიექტების 80 პროცენტი უკვე გააჩნიათ. აქედან ათს ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის გამოცდილება აქვს. 15-დან ორ ეოკ-ს ასწლეულის შუა პერიოდში არ ექნება თოვლის საიმედო საფარი. ამ ციფრებიდან აშკარა ხდება, რომ ჩვენ, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, მომავალი თამაშების დაგეგმვისთვის, რაც შეიძლება სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ.
კომისია გვთავაზობს, 2030 წლიდან ჩასატარებელი ზამთრის ოლიმპიური თამაშების ორი მასპინძელი დავასახელოთ. IOC-ის აღმასრულებელმა საბჭომ ამ იდეას მწვანე შუქი აუნთო. ამ საკითხს მუმბაიში, IOC-ის სესიაზე განვიხილავთ," - IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა თომას ბახმა.