ხინჩეგაშვილის ფინალში მონაწილე სამივე მსაჯი ოლიმპიადიდან დისკვალიფიცირებულია

11 აგვისტო 2012

ლონდონის ოლიმპიადაზე ქართული მხარის პროტესტს მსაჯების დისკვალიფიკაცია მოჰყვა, თუმცა გადაწყვეტილება მაინც ძალაში დარჩა. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ვერცხლის მედალს დასჯერდა.

არასამართალიანი შედეგი ქართულმა მხარემ გუშინვე გააპროტესტა, რის შემდეგაც მსაჯები დაისაჯნენ.

"ოქროს მედალი ნამდვილად მსაჯების "დამსახურებით" დავკარგეთ. აქამდე ეს არც ერთ შეხვედრაზე არ მითქვამს, მაგრამ თამამად ვამბობ, რომ ამ შემთხვევაში ქულა არასწორი მსაჯობის გამო დავკარგეთ. განვაცხადეთ პროტესტი და სამივე მსაჯი მოხსნეს ოლიმპიადიდან." - განაცხადა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა.