ლუკა მაისურაძემ ტოკიოს გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, გიორგი ტერაშვილმა - ბრინჯაო

02 დეკემბერი 2023

წლის დასკვნით ტურნირზე - ტოკიოს გრანდ სლემზე 84 ქვეყნის 506 ძიუდოისტს შორის საქართველოს ნაკრებიც არის წარმომადგენელი. შეჯიბრების პირველ დღეს ჩვენი გუნდიდან ორი მედალოსანია.

ოქროს მედალთან ახლოს იყო მსოფლიოს ჩემპიონი ლუკა მაისურაძე (-90 კგ). მომავალი ფინალისტი შეჯიბრებას მეორე წრიდან შეუდგა. დაამარცხა ისრაელელი, შვედი, ყირგიზი და კორეელი მეტოქეები, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში იპონით დამარცხდა მასპინძელ სანშირო მურაოსთან.

ბრინჯაოს მედალი მოიპოვა გიორგი ტერაშვილმა (-73 კგ), რომელიც ნახევარფინალში იაპონელ სოიჩი ჰაშიმოტოსთან ვაზარით წაგების შემდეგ, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კორეელ ენკულ ლის დაუპირისპირდა და ვაზარით მოუგო.