გიორგი გოგშელიძემ ბრინჯაოთი დაასრულა

12 აგვისტო 2012

96 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში თავისუფალი სტილით მოჭიდავე გიორგი გოგშელიძემ ლონდონის გამოსვლა გამარჯვებით დაასრულა და ზედიზედ მეორე ოლიმპიადაზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.

33 წლის ვეტერანმა მოჭიდავემ მესამე ადგილისთვის შეხვედრა პირველი სეტის წაგებით დაიწყო, მაგრამ მეორე სეტი 4:0 მოიგო, გადამწყვეტ მესამე სეტში კი 2:0 დაამარცხა უზბეკი კურბან კურბანოვი.

გოგშელიძის მედალი მეშვიდე იყო საქართველოს ოლიმპიური დელეგაციისთვის. მანამდე ოქრო მოგებული აქვს ლაშა შავდათუაშვილს (ძიუფო, 66 კგ), ვერცხლი რევაზ ლაშხს (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 60 კგ), ლადო ხინჩეგაშვილს (თავისუფალი ჭიდაობა, 55 კგ) და დავით მოძმანაშვილს (თავისუფალი ჭიდაობა, +120 კგ), ხოლო ბრინჯაო მანუჩარ ცხადაიას (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 66 კგ) და დავით მარსაგიშვილს (თავისუფალი ჭიდაობა, 84 კგ).

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 7 მედალი რაოდენობრივად საუკეთესო შედეგია.