ლაშა შავდათუაშვილი პრეზიდენტს გოლიათი ეგონა

15 აგვისტო 2012

გუშინ ანაკლიაში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლონდონის ოლიმპიური თამაშებიდან დაბრუნებულ ქართველ ჩემპიონსა და პრიზიორებს შეხვდა. ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში ოლიმპიელებთან შეხვედრისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სპორტში ყველაფერი ხდება და ჩვენ გვყავს გორელებით, მთიულებით, მოხევეებით, ყაზბეგელებით და სხვა რჩეული ქართველებით დაკომპლექტებული ძალიან მაგარი ნაკრები, თუმცა არის ერთიც, რომელმაც მსოფლიო რეკორდი სასტუმროს ფანჯრიდან სიმაღლიდან ხტომაში დაამყარა.

პრეზიდენტის თქმით იგი ამაყობს ქართველი ოლიმპიელებით. „ვინმემ შეიძლება თქვა მეტიც შეიძლებოდაო, მაგრამ მსოფლიოში ცოტაა ქვეყანა, სადაც ერთ სულ მოსახლეზე იმდენივე ოქროს მედალი მოდის, რამდენიც საქართველოში. ვამაყობ, რომ მსოფლიო ქალაქების პირველ სამეულში მედლების კუთხით არის ქალაქი გორი. ლაშა შავდათუაშვილი გოლიათი მეგონა და ახლა მის გვერდით თავს ცოტა უხერხულად ვგრძნობ" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.