ანასტასია გუბანოვა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა

2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები გუნდის მიერ მოპოვებულია მეორე ვერცხლის მედალი.
ლიეტუვას ქალაქ კაუნასში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სპორტსმენმა ანასტასია გუბანოვამ ორი პროგრამის ჯამში 206.52 ქულით მე- 2 ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
აღსანიშნავია, რომ ანასტასია გუბანოვა პირველი მოციგურავეა საქართველოდან რომელიც ევროპის ჩემპიონი გახდა. ის კონტინენტის უმთავრეს ტიტულს 2023 წელს დაეუფლა.