ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობას შეუდგნენ საქართველოს წარმომადგენლები
განგვონში მიმდინარე ზამთრის მეოთხე ახალგაზრდული ოლიმპიურ თამაშების პირველ საშეჯიბრო დღეს სარბიელზე გავიდნენ საქართველოს წარმომადგენლები.
ტრამპლინიდან ხტომაში გიორგი დიაკონოვი პირველ ცდაზე 63,5 მეტრზე (23,6 ქ) გადახტა, რაც 39-ე ადგილისთვის იყო საკმარისი. უკეთესი გამოუვიდა მეორე მცდელობა - 77,5 მეტრზე გადახტა (49,3 ქ) და 32-ე ადგილი ერგო, თუმცა ჯამში დაგროვილი 72,9 ქულით ასპარეზობა 36-ე ადგილით დაასრულა.
ტრამპლინიდან ხტომაში, სამწუხაროდ, უშედეგოდ დაასრულა გამოსვლა ესმირალდა ალიევმა.
წარუმატებელი გამოდგა ორადგილიანი ციგით ასპარეზობაც. საბა ხაჩიძის და ლუკა მიქაბერიძის წყვილმა ვერ დაასრულა გამოსვლა.