ლონდონის ოლიმპიადა შეჯამდა

15 აგვისტო 2012

დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გამარტლ პრესკონფერენციაზე ლონდონის 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრების გამოსვლა შეჯამდა.

სეოკ-ის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრების ასპარეზობა საერთო ჯამში წარმატებულად შეაფასა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ მხოლოდ ერთი ოქროს მედალი მოიპოვა, 7-8-მედლიანი გეგმა მაინც შესრულდა.

"დარწმუნებული ვარ რომ ეს ბიჭები 2016 წლის თამაშებზე უკეთეს შედეგს აჩვენებენ, თუმცა არც ლონდონში უასპარეზიათ ურიგოდ. საერთო ჯამში ჩვენი გუნდის გამოსვლას ოლიმპიურ საერბიელზე დადებითად შევაფასებდი. ლონდონში გამგზავრებამდეც ვამბობდი, რომ ჩვენი გეგმა 7-8 მედლის მოპოვება იყო და ეს ამოცანა შესრულდა, თუმცა ოქროს მედლების რაოდენობაზე გული მწყდება. იყო სხვადასხვა გარემოებები, მსაჯების შეცდომა. გამოუცდელობაც. - განაცხადა გია ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, პრობლემა ის არის, რომ მედლები ნაკრებმა მხოლოდ ჭიდაობაში მოიპოვა.

" სპორტის სხვა სახეობებშიც გვმართებს უკეთ მომზადება. წინ უნდა წავიწიოთ სათამაშო სახეობებშიც. - აღნიშნა გია ნაცვლიშვილმა.