კონსტანტინე სუპატაშვილმა მოკლე პროგრამა მე-10 ადგილზე დაასრულა
განგვონის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მერვე საშეჯიბრო დღეს საქმეში ჩაერთნენ ფიგურული ციგურაობის წარმომადგენლები. ვაჟთა ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ჩაერთო 16 ქვეყნის 18 სპორტსმენი, მათ შორის - საქართველოს იუნიორთა ნაკრების წევრი კონსტანტინე სუპატაშვილი.
16 წლის ქართველმა მოციგურავემ მოკლე პროგრამაში 58.48-ქულიანი შეფასება მიიღო და მე-10 ადგილი დაიკავა. სუპატაშვილი 29 იანვარს კიდევ ერთხელ გამოვა ოლიმპიურ ყინულზე და თავისუფალ პროგრამაში ეცდება საბოლოო შედეგის გაუმჯობესებას.