ინგა გურგენიძემ ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ევროპელ მოციგურავეთაგან საუკეთესო შედეგი აჩვენა

30 იანვარი 2024

განგვონის ზამთრის მეოთხე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მეთერთმეტე საშეჯიბრო დღეს მედლების კომპლექტი გათამაშდა ფიგურულ ციგურაობაში. საქართველოდან ფინალისტთა შორის იასპარეზა 14 წლის ინგა გურგენიძემ.

ქართველი მოციგურავე მოკლე პროგრამასთან შედარებით, სადაც მეშვიდე ადგილი ერგო, უკეთ გამოვიდა თავისუფალში - 115.42 ქულა დაიმსახურა და მეექვსე საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. გაცილებით უკეთესი მაჩვენებელი აღმოაჩნდა ორივე პროგრამის ჯამში დაგროვილი 173.41 ქულით, რამაც მას მეხუთე ადგილი მოუტანა. ეს არის ძალიან მაღალი სპორტული შედეგი, რომელიც მოპოვებულია 15 ქვეყნის 17 უძლიერეს ახალგაზრდა მოციგურავეებთან პაექრობაში.

აღსანიშნავია, რომ ინგა გურგენიძე ევროპელ მოციგურავეთაგან საუკეთესო იყო. მასზე წინ მხოლოდ იაპონელები და კორეელები აღმოჩნდნენ.