ეთერ ლიპარტელიანმა ბაქოს გრან სლემი ბრინჯაოს მედლით დაასრულა
საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრების ლიდერ ეთერ ლიპარტელიანისთვის შედეგიანი გამოდგა ბაქოში მიმდინარე გრან სლემი.
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი შეჯიბრში პირველი წრიდან ჩაება. მოუგო უზბეკ, აზერბაიჯანელ და თურქმენ მეტოქეებს, მაგრამ ნახევარფინალში გასული, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან, კანადელ კრისტა დეგუჩისთან დამარცხდა და მესამე ადგილისთვის ბრძოლა გააგრძელა.
ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ევროპის ჩემპიონატის მეორეადგილოსან სერბ მარისა პერიშიჩის ვაზარით მოუგო და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა, ამავე დროს პარიზის ოლიმპიური თამაშებითვის სარეიტინგო ქულები შეივსო.